ქაშვეთის ეკლესიაში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშვეთის ეკლესიაში მომღერლის, კინომსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდები ქაშვეთის ეკლესიაში 17 და 18 იანვარს გაიმართება.
19 იანვარს კი ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.