სლოვენიის ქალაქ მარიბორში დასრულდა ევროპის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში, სადაც საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ოთხი შესაძლებლიდან ოთხი მედალი მოიპოვა – ერთი ვერცხლი (გიორგი ნადარეიშვილი) და სამი ბრინჯაო (იაკობ რიგვავა, გიორგი ჩხაიძე, ერეკლე ხომასურიძე). ოთხივე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
აქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადის მონაწილე 24 ქვეყნიდან ოთხივე მედლის მოპოვება მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ შეძლო და ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროპის ქვეყნების უძლიერეს ექვსეულში შევიდა.
„აღსანიშნავია, რომ ნაკრების ახალბედა წევრები პირველად მონაწილეობდნენ ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრში, რომელიც წარმატებით განვლეს.
მწვრთნელები – გუნდის ლიდერი, პროფესორი, გიორგი მანდარია და თანალიდერი, ასისტენტი – პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.პროექტი სრულად დააფინანსა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ“, – აღნიშნულია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.