ფიგურული ციგურაობა | ინგა გურგენიძემ ზამთრის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მეხუთე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ინგა გურგენიძემ ზამთრის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მეხუთე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა #1TVSPORT

სამხრეთ კორეის ქალაქ განგვონში მიმდინარე ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეთერთმეტე საშეჯიბრო დღეს ფიგურულ ციგურაობაში საკუთარი შესაძლებლობები 14 წლის ინგა გურგენიძემ მოსინჯა.

ქართველი მოციგურავე მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ მეშვიდე ადგილზე იყო. თავისუფალ პროგრამაში მან 115.42 ქულა მიიღო და მეექვსე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ინგა გურგენიძემ ორივე პროგრამის შემდეგ 173.41 ქულა მოაგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა. ეს შედეგი 14 წლის ქართველმა მოციგურავემ 15 ქვეყნის 17 უძლიერეს ახალგაზრდა სპორტსმენთან პაექრობისას დააფიქსირა.

ინგა გურგენიძე ევროპელ მოციგურავეთა შორის საუკეთესო იყო. მასზე წინ მხოლოდ იაპონელი და კორეელი მონაწილეები გავიდნენ.