გიორგი გახარია აშშ-იდან ქართველი მოსწავლეების დაბრუნებაში დახმარებისთვის კელი დეგნანს მადლობას უხდის
გიორგი გახარია აშშ-იდან ქართველი მოსწავლეების დაბრუნებაში დახმარებისთვის კელი დეგნანს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-იდან ქართველი მოსწავლეების დაბრუნებაში დახმარებისთვის საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ელჩს, კელი დეგნანს მადლობას უხდის.

„აშშ-ის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ 79 ქართველ მოსწავლეს ოჯახებში ვაბრუნებთ. საქართველო მადლობელია ელჩ კელი დეგნანისა და აშშ-ის საელჩოსი, მათი განსაკუთრებული დახმარებისთვის ამ საქმეში“, – წერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერში“.

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. აშშ-იდან დაბრუნებული 79 მოსწავლე ორ საკარანტინო ზონაში გადაანაწილეს.