ტოკიო 2020 | გურამ თუშიშვილი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | გურამ თუშიშვილი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იასპარეზებს.

ჩვენი სპორტსმენი პირველ წრეს გამოტოვებს და მისი მეტოქე საწყის შეხვედრაში კუბელ გრანდასა და ტაჯიკ რახიმვოს შორის გამარჯვებული იქნება. გურამის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, მისი და ტურნირის მთავარი ფავორიტის, ტედი რინერის დაპირისპირება შესაძლოა ნახევარფინალში ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ.

ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.