ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ასტანას ტურნირის ფინალში ითამაშებს
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ასტანას ტურნირის ფინალში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ასტანას ტურნირის 1/2 ფინალში ჩეხი მარიე ბოუზკოვა 6:2, 4:6, 6:4 დაამარცხა და ფინალში უზბეკ საბინა შარიპოვას დაუპირისპირდება.

ეკატერინე გორგოძე ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი და 1/2 ფინალამდე ანასტასია ასტახოვას (6:2, 6:4), აკგულ ამანმურადოვას (7:5, 7:6) და ანასტასია გასანოვას (6:4, 6:4) მოუგო. წყვილთა ტურნირზე კი გორგოძესა და ამანმურადოვას წყვილი ბერფუ ჩენგიზის და ანა დანილინას დუეტთან დამარცხდა.
შარიპოვას და გორგოძის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყება. ფინალში გასვლით გორგოძე რეიტინგში 41 ადგილით დაწინაურდა და ახლა უკვე კარიერის სარეკორდო პოზიციაზე (226) იმყოფება. ტურნირის მოგების შემთხვევაში კი გორგოძე შესაძლოა რეიტინგში 192-ე ადგილამდე დაწინაურდეს.