ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გერმანულენოვან ქალაქებში, მარტში დაგეგმილ ქართულ ლიტერატურულ პროგრამას აქვეყნებს
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გერმანულენოვან ქალაქებში, მარტში დაგეგმილ ქართულ ლიტერატურულ პროგრამას აქვეყნებს.
ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ მარტის თვეში შვიდ გერმანულენოვან ქალაქში 27 თანამედროვე და კლასიკოსი ავტორის 50-მდე ღონისძიება გაიმართება.
ასევე დაგეგმილია 22 გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია.
ქართველი ავტორების საღამოეები გაიმართება ქალაქებში: კიოლნი, ლაიფციგი, ბერლინი, ზალცბურგი, ვენა, ჰალე, ფრანკფურტი.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში წარსდგება.