„ქართული ოცნების“ ოფისში დავით სერგეენკო მივიდა - შეხვედრა უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის იმართება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისთან ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
სერგეენკომ განსახილველ თემებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამაზე სხდომის შემდეგ ისაუბრებს.
„რაც შეეხება განსახილველ თემებს, სჯობს, შეხვედრის დასრულების შემდეგ მოგახსენოთ. არ შემიძლია, შეხვედრაზე განსახილველი საკითხების თაობაზე ახლა გესაუბროთ. კომენტარის გარეშე. შეხვედრის ფორმატში, რაც ახლა შედგება, პოტენციურად განხილული შეიძლება იყოს ნებისმიერი საკითხი“, – განაცხადა სერგეენკომ.