ბათუმში გემ ALICAN KARTAL -ის ეკიპაჟის წევრები რვა თვეა, კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ
ბათუმის მეთევზეთა ნავმისადგომზე 5 თვეა გემი ALICAN KARTAL დგას. ეკიპაჟის ცხრა წევრი კი, უკვე 8 თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს.
ქართული დროშის ქვეშ მცურავი მცირე ზომის გემის მფლობელი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ამ დრომდე დავალიანებას არ იხდის.
ეკიპაჟის წევრების თქმით, გემი ტექნიკურად გაუმართავია და არც საწვავი აქვთ. მათ ფოთიდან ბათუმში სამშენებლო მასალა უნდა გადაეტანათ.
ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ მათ მიმართ გემის მფლობელის დავალიანებამ 32 ათას ლარს მიაღწია. ისინი დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სიტუაციის შესახებ ინფორმირებული არიან საზღვაო ტრასპორტის ადმინისტრაცია და საზღაო პროფკავშირი.
ეკიპაჟის წევრებს შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა, სამი ინდოეთის, ერთი ირანის და ერთი – უკრაინის.