ქარელში ხანძარი ლიკვიდირებულია
ქარელში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქარელში, სოფელ ელბაქიანთკარში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ქარელში ხანძრის შედეგად ოთხი სახლი დაიწვა, დაშავებულები არ არიან.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა.

როგორც ქარელის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მოქალაქეები, რომელთა სახლებიც დაიწვა, ალტერნატიულ ფართში არიან გადაყვანილნი.