ქართული კლუბი მონაწილეობას ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს. „ნიკე“ საქართველოს გამორჩეული კლუბი და ჩემპიონია. „ნიკეს“ მეტოქე შოტლანდიური „ჰიბერნიანი“ იქნება. ქართული კლუბი ჯგუფურ ეტაპზე საასპარეზოდ, სლოვენიაში გუშინ გაემგზავრა.
ქართულ-შოტლანდიური დაპირისპირება 7 აგვისტოს გაიმართება.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ვეტერანი ფეხბურთელი ვახტანგ კვარაცხელია, კაპიტანი კი ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი ნინო პასიკაშვილია.