გია კვარაცხელია - ნიდერლანდელებთან ძალიან დიდი სხვაობაა, ირლანდიელებთან კი მოგებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT
გია კვარაცხელია - ნიდერლანდელებთან ძალიან დიდი სხვაობაა, ირლანდიელებთან კი მოგებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონის, „ნიკეს“ მთავარმა მწვრთნელმა გია კვარაცხელიამ ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ტურში, ნიდერლანდების ჩემპიონ „ტვენტესთან“ 0:9 მარცხზე საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.

„ჩვენსა და ნიდერლანდელებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მაღალი კლასის გუნდია. რთულია ისეთ გუნდს დაუპირისპირდე, რომელსაც 15-წლიანი ისტორია აქვს, უდიდესი გამოცდილება და კიდევ უფრო დიდი ფინანსები გააჩნია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ანგარიშის მიუხედავად ჩვენმა გოგონებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მაქსიმალურად დაიხარჯნენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გია კვარაცხელიამ.

21 აგვისტოს „ტვენტე“ წინასწარი ტურის ფინალს ენსხედეში სერბეთის სუბოტიცას „სპარტაკს“ შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ირლანდიური „პიმაუნტ იუნაუტედი“ 5:2 დაამარცხა – ამ წყვილის გამარჯვებული ქალთა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის რაუნდში ითამაშებს. „ნიკე“ კი 21 აგვისტოს ირლანდიის ჩემპიონს შეხვდება. საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ამ მატჩზეც გააკეთა.

„ირლანდიელებთან რა თამაშს ველოდები? შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს. მაგრამ მოგებისთვის ვიბრძოლებთ. გოგონები თავს დადებენ და შეუძლებელს შეძლებენ, დანარჩენი კი ღმერთის ნებაა და თამაში გვაჩვენებს“, – იმედოვნებს კვარაცხელია.