ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. 16 გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდა:

A ჯგუფი – ჩელსი (ინგლისი), ვოლფსბურგი (გერმანია), იუვენტუსი (იტალია), სერვეტი (შვეიცარია);

B ჯგუფი – პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), რეალი (ესპანეთი), ჟილსტროი-1 (უკრაინა);

C ჯგუფი – ბარსელონა (ესპანეთი), არსენალი (ინგლისი), ჰოფენჰაიმი (გერმანია), კიოგე (დანია);

D ჯგუფი – ბაიერნი (გერმანია), ლიონი (საფრანგეთი), ჰაკენი (შვედეთი), ბენფიკა (პორტუგალია).

ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 5-6 ოქტომბერს გაიმართება, ბოლო ტური – 15-16 დეკემბერს.

ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა. პლეი ოფი მარტში დაიწყება.