ევროსეზონი „სამეგრელო-ნიკემაც“ დაასრულა - საქართველოს ჩემპიონი ფინალში „აპოლონთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ევროსეზონი „სამეგრელო-ნიკემაც“ დაასრულა - საქართველოს ჩემპიონი ფინალში „აპოლონთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო კლუბი „სამეგრელო-ნიკე“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. გუნდი შესარჩევი ჯგუფის ფინალში კვიპროსულ „აპოლონს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

გია კვარაცხელიას გუნდმა ქალთა ნახევარფინალში მასპინძლები, ჯგუფის ფავორიტი სლოვენიური „მურა“ პენალტების სერიაში დაამარცხა, მაგრამ ფინალში მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

ანგარიში მე-9 წუთზე კვიპროსელებმა გახსნეს – უოტსონის გადაცემით, კეიტლინ როუზ ბრინკმენმა ისარგებლა და „აპოლონი“ დააწინაურა. „სამეგრელომ“ თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა და მეორე ნახევრის ბოლოს კიდევ ორი გოლი გაუშვა – 72-ე წუთზე „აპოლონის“ უპირატესობა მანიშამ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე ჯოანა დანტაშმა დააფიქსირა 3:0.

90+5-ე წუთზე „სამეგრელო-ნიკე“ მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა – მთავარმა არბიტრმა ანა კირვალიძეს წითელი ბარათი აჩვენა და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე მოედანი დაატოვებინა. საქართველოს ჩემპიონმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ტურნირის მეორე რაუნდში კი კვიპროსის ჩემპიონი გავიდა.