გაიმართა ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა #1TVSPORT
გაიმართა ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა #1TVSPORT

უეფა-ს შტაბბინაში გაიმართა 2022-23 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. 16 გუნდი ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი.

A ჯგუფი – ჩელსი (ინგლისი), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), რეალი (ესპანეთი), ვლაჟნია (ალბანეთი).

B ჯგუფი – ვოლფსბურგი (გერმანია), სლავია (ჩეხეთი), სტ. პოლტენი (ავსტრია), რომა (იტალია).

C ჯგუფი – ლიონი (საფრანგეთი), არსენალი (ინგლისი), იუვენტუსი (იტალია), ციურიხი (შვეიცარია).

D ჯგუფი – ბარსელონა (ესპანეთი), ბაიერნი (გერმანია), რუსენგორდი (შვედეთი), ბენფიკა (პორტუგალია).

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 19 ოქტომრიდან 22 დეკემბრამდე გაიმართება.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის „ლიონია“.