ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“ სლოვენიაში იმყოფება

13:27, 06.08.2019

ქართული კლუბი მონაწილეობას ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს. „ნიკე“ საქართველოს გამორჩეული კლუბი და ჩემპიონია. „ნიკეს“ მეტოქე შოტლანდიური „ჰიბერნიანი“ იქნება. ქართული კლუბი ჯგუფურ ეტაპზე საასპარეზოდ, სლოვენიაში გუშინ გაემგზავრა.

ქართულ-შოტლანდიური დაპირისპირება 7 აგვისტოს გაიმართება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ვეტერანი ფეხბურთელი ვახტანგ კვარაცხელია, კაპიტანი კი ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი ნინო პასიკაშვილია.

მსგავსი