მაიამის ტურნირის შემდეგ, უცვლელი დარჩა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) რეიტინგის პირველი ნომერი, თუმცა, ტოპ-ათეულში ბევრი ცვლილება მოხდა.
მეორე ადგილზე გადავიდა რუმინელი სიმონა ჰალეპი, რომელმაც ჩეხ პეტრა კვიტოვას გაუსწრო. ყველაზე დიდი წინსვლა ჰქონდა მაიამის ფინალისტს კაროლინა პლიშკოვას – მან მეშვიდედან მეოთხე პოზიციამდე გადაინაცვლა.
პირველად კარიერაში, ტოპ-ათეულში შეაღწია მაიამის ტრიუმფატორმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ.
WTA – TOP 10
1(1). ოსაკა (იაპ) – 6 021
2(3). ჰალეპი (რუმინეთი) – 5 782
3(2). კვიტოვა (ჩეხეთი) – 5 645
4(7). კარ. პლიშკოვა (ჩეხეთი) – 5 580
5(4). კერბერი (გერმანია) – 5 165
6(8). ბერტენსი (ჰოლანდია) – 5 050
7(5). სვიტოლინა (უკრაინა) – 5 020
8(6). სტივენსი (აშშ) – 4 287
9(11). ბარტი (ავსტრა) – 4 275
10(9). საბალენკა (ბლრ) -3 595