პირველად ისტორიაში ქალთა ჩოგბურთს პოლონელი ლიდერი ეყოლება #1TVSPORT
პირველად ისტორიაში ქალთა ჩოგბურთს პოლონელი ლიდერი ეყოლება #1TVSPORT

პოლონელი ჩოგბურთელი იგა შვიონტეკი ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში, რომელიც ოთხ აპრილს გამოქვეყნდება, პირველ ადგილს დაიკავებს.

კლასიფიკაციაში დაწინაურებისთვის 20 წლის შვიონტეკს მაიამის WTA1000 კატეგორიის ტურნირზე მესამე წრეში გასვლა სჭირდებოდა, რასაც იოლად მიაღწია, როცა მეორე წრეში გაანადგურა შეიცარიელი ვიქტორია გოლუბიჩი – 6:2, 6:0.

ასე რომ, შვიონტეკი ისტორიაში პირველი პოლონელი ჩოგბურთელი გახდება, ვინც ქალთა რეიტინგს ჩაუდგება სათავეში. მსოფლიოს ახალ პირველ ჩოგანს უკვე მიულოცა მისმა წინამორბედმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, რომელმაც ერთი კვირის წინ დაასრულა კარიერა.

„რთულია ავირჩიოთ უფრო შესაფერისი კანდიდატურა პირველი ჩოგანის როლისთვის. დაუჯერებელია ის ენერგია, რომელიც მან კორტზე მოიტანა. იმედია, გაუძლებს ამ გამოცდას“, – განაცხადა ბარტიმ.