ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი გრძელდება.
მერიის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში ტემპერატურა 1 225 ადამიანს შეუმოწმდა.
ამასთან, თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.
თერმოსკრინინგი დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სხვა სოფელშიც.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი სულ 31 503 ადამიანს ჩაუტარდა.