ქალაქ ქობულეთში თერმოსკრინინგი დღეს 1 225 ადამიანს ჩაუტარდა

23:59, 02.05.2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი გრძელდება.

მერიის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში ტემპერატურა 1 225 ადამიანს შეუმოწმდა.

ამასთან, თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.

თერმოსკრინინგი დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სხვა სოფელშიც.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი სულ 31 503 ადამიანს ჩაუტარდა.

მსგავსი