ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგის ასეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი აშშ-ს ჰყავს
ქალებს შორის 2018 წლის სეზონი დასრულდა და ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ (WTA) წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, კლასიფიკაციის ასეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს – 12:
სლოან სტივენსი (მე-6 ჩოგანი)
სერენა უილიამსი (16)
მედისონ კისი (17)
დანიელ კოლინზი (36)
ვინუს უილიამსი (40)
სოფია კენინი (52)
ელისონ რისკე (63)
ბერნარდა პერა (68)
ტეილორ თაუნსენდი (74)
მედისონ ბრენგლი (90)
ამანდა ანისიმოვა (95)
საჩია ვიკერი (96).
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელსაც ტოპ-ასეულში რვა ჩოგბურთელი ჰყავს. მესამე ადგილს 6-6 მოთამაშით ჩეხეთი და რუმინეთი იყოფენ.