ქაბულში სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ შეიარაღებული თავდასხმა განხორცირლდა, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების პრესსამსახუროს ცნობით თავდასხმაში სულ მცირე, ოთხი შეიარაღებული პირი მონაწილეობს. ამასთან, როგორც სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება, თავდამსხმელებმა ცეცხლი სტუმრების მისამართით გახსნეს. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტმენტმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მოქალაქეები ავღანეთის დედაქალაქში მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.