ქაბულში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ამრულა სალეჰის ოფისზე თავდასხმა მოხდა
ქაბულში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ამრულა სალეჰის პოლიტიკურ მოძრაობა “გრინ თრენდის” ოფისზე თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 და დაშავებულია 50 ადამიანი. ინფორმაციას “როიტერი ავრცელებს”.
გამოცემის ცნობით, აფეთქება ჯერ კერძო უნივერსიტეტთან მოხდა, შემდეგ კი შეიარაღებული პირები “გრინ თრენდის” ოფისში შეიჭრნენ. პოლიციის ინფორმაციით, შენობიდან 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ოთხი თავდამსხმელი მოკლეს.
“როიტერის” ინფორმაციით, მსუბუქადაა დაჭრილი თავად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ამრულა სალეჰი.