ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა
ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. დაიჭრა 112 მოქალაქე.

ტერორისტმა თავი ამომრჩეველთა რეგისტრაციის პუნქტთან ახლოს დღეს დილით აიფეთქა. დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“.

შეგახსნებთ, რომ დღესვე ავღანეთის ჩრდილო აღმოსავლეთით კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. ამ შემთხვევაშიც სამიზნე ამომრჩეველთა რეგისტრაციის პუნქტი იყო. დაიღუპა შვიდი მოქალაქე.