ავღანეთში აფეთქებისას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში აფეთქებისას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქაბულში, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პუნქტთან მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მომხდარის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე ჯერ პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ამასთან, მოძრაობა
„თალიბანმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდასხმა მოძრაობის წევრებს არ მოუწყვიათ.

ხელისუფლების ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი ამომრჩეველთა რეგისტრაციის პუნქტთან მივიდა, სადაც ათობით მოქალაქე პირადობის დამადასტურებელ მოწმობის მისაღებად რიგში იდგა.

ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულთა რიცხვი 57-ს აღწევს.