პუერტო-მალდონადოში რომის პაპმა ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე იქადაგა
სამხრეთ ამერიკაში რომის პაპის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტი გრძელდება. ლათინო-ამერიკული ტურნეს ფარგლებში, კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი პერუში ამაზონის მკვიდრ მოსახლეობას შეხვდა.
ქალაქ პუერტო-მალდონადოში ჩასულმა პონტიფიკოსმა ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე იქადაგა.
„ამაზონის მკვიდრნი ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ხალხია მსოფლიოში, რომელთა შრომითი ექსპლუატაცია თანამედროვე ეპოქის მონობას ჰგავს“ – განაცხადა რომის პაპმა.
ფრანცისკ პირველმა ქალთა უფლებებზეც იქადაგა და პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და უთანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება.
პირველ ლათინო-ამერიკელ პონტიფიკოსთან შესახვედრად პერუში ასიათასობით ადამიანი მივიდა.
კათოლიკეების 40% სწორედ ლათინურ ამერიკაში ცხოვრობს.