პუერტო-მალდონადოში რომის პაპმა ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე იქადაგა
პუერტო-მალდონადოში რომის პაპმა ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე იქადაგა

სამხრეთ ამერიკაში რომის პაპის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტი გრძელდება. ლათინო-ამერიკული ტურნეს ფარგლებში, კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი პერუში ამაზონის მკვიდრ მოსახლეობას შეხვდა.

ქალაქ პუერტო-მალდონადოში ჩასულმა პონტიფიკოსმა ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე იქადაგა.

„ამაზონის მკვიდრნი ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ხალხია მსოფლიოში, რომელთა შრომითი ექსპლუატაცია თანამედროვე ეპოქის მონობას ჰგავს“ – განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკ პირველმა ქალთა უფლებებზეც იქადაგა და პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და უთანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება.

პირველ ლათინო-ამერიკელ პონტიფიკოსთან შესახვედრად პერუში ასიათასობით ადამიანი მივიდა.

კათოლიკეების 40% სწორედ ლათინურ ამერიკაში ცხოვრობს.