„პუბლიკაში“ 20 დეკემბერს მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოსთან შეხვედრა გაიმართება
მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოსთან და ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანთან შეხვედრა 20 დეკემბერს, „პუბლიკაში“, სალონურ საღამოზე გაიმართება.
ცნობილი თანამედროვე მხატვრის, ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია დაცული ასევე, ევროპის არაერთ კერძო კოლექციასა და გალერეაში ინახება.
ხელოვანი ძირითადად ზღაპრულ და აღმოსავლურ მოტივებზე ხატავს, ასევე მუშაობს ურბანისტულ პეიზაჟებსა და პოპ-არტული სტილის პოსტერებზე.
„ჩემი ყველაზე დიდი სტიმული იდეაა, რომელიც თუ არ განვახორციელე, ცუდად ვარ“, – ამბობს ოლეგ ტიმჩენკო.
20 დეკემბერს, ოლეგ ტიმჩენკო „პუბლიკის“ სტუმრების თვალწინ დახატავს, არტკრიტიკოსი და თანამედროვე ხელოვნების მკვლევარი ხათუნა ხაბულიანი კი, თანამედროვე ხელოვნებაზეისაუბრებს.