პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.
ამას გარდა, პროექტით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება და მანდატს (მანდატებს) ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს.
პროექტში აღნიშნულია, რომ გაუნაწილებელი მანდატების არსებობის შემთხვევაში, ისინი თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე გადანაწილდება.
კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
მმართველი გუნდის განმარტებით, ეს განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.
საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორები არიან დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ნინო წილოსანი, ენძელა მაჭავარიანი, აკაკი ზოიძე, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი, შოთა ხაბარელი, ვიქტორ ჯაფარიძე, კარლო კოპალიანი, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ილია ნაკაშიძე, თამარ ხულორდავა, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი სესიაშვილი, ალექსანდრე ქანთარია, რევაზ არველაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი თოთლაძე, გოგი მეშველიანი, მიხეილ ყაველაშვილი, სიმონ ნოზაძე, ზაზა გაბუნია, ოთარ ჩრდილელი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში, ისკო დასენი, არჩილ ხაბაძე, მახირ დარზიევი, თეიმურაზ ჭკუასელი, ზაზა ხუციშვილი, გრიგოლ მიქელაძე, ირაკლი ბერაია, ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, პაატა კვიჟინაძე, გია ბენაშვილი, დავით სონღულაშვილი, ლევან კობიაშვილი, რუსლან პოღოსიანი, თენგიზ ხუბულური, გელა სამხარაული, სავალან მირზოევი, იოსებ მაკრახიძე, ლევან ბეჟანიძე, გიორგი ხატიძე, გენადი მარგველაშვილი, რუსლან გაჯიევი, სოფიო კილაძე, რომან მუჩიაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, სულხან მახათაძე, დიმიტრი მხეიძე, სამველ მანუკიანი, შალვა კიკნაველიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, დიმიტრი ხუნდაძე, კობა ლურსმანაშვილი, გუგული მაღრაძე, კახაბერ კუჭავა, გოჩა ენუქიძე, ოთარ დანელია, ედიშერ თოლორაია, თამაზ ნავერიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, კობა კობალაძე, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი კოპაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, რომან კაკულია, ირაკლი შიოლაშვილი, ბექა ოდიშარია, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ხახუბია, ირაკლი კოვზანაძე, მარიამ ჯაში, რატი იონათამიშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, დიმიტრი სამხარაძე, ლადო კახაძე, ენზელ მკოიანი, ივლიანე წულაია, გიორგი მოსიძე, ელგუჯა გოცირიძე.