UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში 17 აპრილს ძალიან საინტერესო ბრძოლა შედგება. მას შემდეგ, რაც დივიზიონის ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ ნახევრად მძიმე წონაში გადასვლა დაანონსა, პრომოუშენმა გადაწყვიტა, რომ საშუალო წონით დივიზიონში ფანებს ძალიან საინტერესო ბრძოლა შესთავაზოს – ყოფილი ჩემპიონი რობერტ ვიტეკერი პაულო კოსტას დაუპირისპირდება.
თავდაპირველად, ეს ინფორმაცია sherdog-მა გაავრცელა. მოგვიანებით კი პორტალმა MMA FIGHTING-მა გაავრცელა დამატებითი დეტალი, რომ მხარეები ვერბალურად ბრძოლაზე შეთანხმდნენ. დარჩა მხოლოდ კონტრაქტებზე ხელის მოწერა.
ისრაელ ადესანიასთან მარცხის შემდეგ ვიტეკერმა ბოლო ორი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. მან ჯერ დარენ ტილს, შემდგომ კი ჯარედ კანონიერს სძლია.
პაულო კოსტამ კი სექტემბერში ჩემპიონ ისრაელ ადესანიასთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო.