პაულო კოსტა 18 აპრილს ვეღარ იბრძოლებს - რობერტ ვიტეკერი კელვინ გასტელუმს შეხვდება  #1TVSPORT
პაულო კოსტა 18 აპრილს ვეღარ იბრძოლებს - რობერტ ვიტეკერი კელვინ გასტელუმს შეხვდება #1TVSPORT

როგორც ცნობილი გახდა, პაულო კოსტა 18 აპრილს UFC-ის ქარდზე ბრძოლას ვერ მოახერხებს. ბრაზილიელს ვირუსი აქვს და დაპირისპირებას ჩაეხსნა. პორტალი MMA Fighting და ასევე ESPN ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კოსტას მაგივრად, ვიტეკერის წინააღმდეგ გიგა ჭიკაძის გუნდელი – კელვინ გასტელუმი იბრძოლებს. 

საინტერესოა, რომ ვიტეკერისა და გასტელუმის სატიტულო ბრძოლა თავდაპირველად 2019 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა იმ დროისთვის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი რობერტ ვიტეკერი ბრძოლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩაეხსნა. მის ნაცვლად, კელვინი ისრაელ ადესანიას დროებითი ტიტულისთვის დაუპირისპირდა და UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ბრძოლაში დამარცხდა.

კელვინ გასტელუმი ბოლოს ოქტაგონზე მიმდინარე წლის თებერვალში გამოჩნდა და იან ჰაინიში მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება ვიტეკერს, ავსტრალიელმა ადესანიასთან მარცხის შემდეგ ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება დარენ ტილთან და ჯარედ კანონიერთად მოიპოვა.