პაულო კოსტა ადესანიასთან მარცხის უცნაურ მიზეზს ასახელებს [ვიდეო]
პაულო კოსტა ადესანიასთან მარცხის უცნაურ მიზეზს ასახელებს [ვიდეო]

მარცხის შემდეგ მებრძოლები რიგ შემთხვევაში საკმაოდ უცნაურ მოვლენებს აბრალებენ წარუმატებლობას. მაგალითად ავიღოთ ტაისონ ფიურისა და დეონტე ვაელდერის ბოლო დაპირისპირება. მარცხის შემდეგ ვაელდერმა განაცხადა, რომ „ბოშათა მეფესთან“ წაგების მთავარი მიზეზი მისი ეკიპირება იყო, რომელიც ვაელდერის თქმით იმდენად მძიმე იყო, რომ რინგზე გასვლამდე საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა და დაღალა.

UFC 253-ზე ისრაელ ადესანიამ პაოლო კოსტა დაამარცხა და ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. ბრაზილიელმა წაგების მიზეზად საკმაოდ უცნაური მიზეზი დაასახელა.

„ბრძოლისას შეიძლება ითქვას, რომ ნასვამი ვიყავი, როგორც მინიმუმ ნაბახუსევი. ფეხის კრუნჩხვების გამო ღამე დაძინებას ვერ ვახერხებდი. დილის 5 საათზე უკვე არენაზე უნდა ვყოფილიყავი. დაახლოებით 2:30 -მდე ვერ ვიძინებდი. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეცდომა იყო და არავის ვაბრალებ. მე ალკოჰოლი დავლიე იმისათვის, რომ დამეძინა, თუმცა სამწუხაროდ ამანაც არ მიშველა”, – განაცხადა კოსტამ საკუთარ youtube არხზე მიცემულ ინტერვიუში.