პროკურორი - რუსულმა სპეცსამსახურებმა დესტაბილიზაციის მიზნით შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია მოახდინონ
პროკურორი - რუსულმა სპეცსამსახურებმა დესტაბილიზაციის მიზნით შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია მოახდინონ

რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია მოახდინონ – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პროკურორმა ალექსანდრ გოვორუშაკმა განაცხადა.

ამიტომ ბრალდების მხარე სასამართლოს სთხოვს, აღკვეთი ღონისძიების სახით მიხეილ სააკაშვილს ორთვიანი 24-საათიანი შინაპატიმრობა შეუფარდოს.

„ეფ-ეს-ბე-ს მხრიდან უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია გახდეს“, – აღნიშნა პროკურორმა.

მისის თქმით, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ვერც ერთი სხვა ზომა ვერ უზრუნველყოფს ეჭვმიტანილის უსაფრთხოებას.

ამასთან, ბრალდების მხარის განცხადებით, იმ ფატქის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთხელ დაემალა სამართალდამცველებს, შინაპატიმრობა საპროცესო ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველოფს.