სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა პროკურორის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა
სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა პროკურორის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა

უკრაინის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, პროკურორის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე განაცხადეს, რომ პროკურორი საქმეს უნდა ჩამოსცილებოდა.

დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ სხდომაზე 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც სააკაშვილის საქმეზე პროცესი გაგრძელდება.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე სასამართლო ორი საათია მსჯელობს.

პროცესს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და ჟურნალისტები ესწრებიან.

სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).