მიხეილ სააკაშვილი - დღეს სასამართლო პროცესზე რეალურად უკრაინის მთავრობა იყო
მიხეილ სააკაშვილი - დღეს სასამართლო პროცესზე რეალურად უკრაინის მთავრობა იყო

არავისზე არ ვარ გაბრაზებული, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საბოლოოდ უკრაინელი ხალხი გაიამრჯვებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლოპროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ბოლო დღეებია ქუჩაში გამოვიდა, გაიზრდება.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე „რეალურად, უკრაინის მთავრობა იყო“.

„აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავდებში მიდგებოდნენ. არ მინდა სახელების ჩამოთვლა, მაგრამ 80 პროცენტიანი თავდაჯერებულობით გეტყვით, რომ აქ ზის უკრაინის მომდევნო პრეზიდენტი, არ ვგულისხმობ მხოლოდ იულიას, რომელიც ძალიან მიყვარს.

რეალურად, აქ დღეს იყო უკრაინის მთავრობა. ეს ხალხია უკრაინის მთავრობა. ერთ მხარეს დგას უკრაინელი ხალხი, საერთაშორისო საზოგადეობა, საღი აზრი და მეორე მხარეს?

ასე რომ, პატივცემულო მოსამართლევ, არავისზე არ ვარ გაბრაზებული, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საბოლოოდ უკრაინელი ხალხი გაიამრჯვებს.

მომავალში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ბოლო დღეებია ქუჩაში გამოვიდა, გაიზრდება და ჩვენ ამას მშვიდად და ელეგენტარუად გავაკეთებთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.