თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.
პროკურორ ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, მირზა სუბელიანის საქმეზე ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს.
„დღეს ჩვენ მიერ წარმოდგენილი იყო შესავალი სიტყვა. მიმოვიხილეთ ყველა მტკიცებულება. ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულება წარადგინა. ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასამართლომ დასაშვებად ცნო“, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. წარდგენილი მუხლი ითვალისწინებს 2-დან 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას.