პროკურორი - გიორგი შაქარაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, თუ მოსამართლე, არ აქვს მნიშვნელობა, განაჩენი მაინც გამამტყუნებელი იქნება
გიორგი შაქარაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, თუ მოსამართლე, არ აქვს მნიშვნელობა, განაჩენი მაინც გამამტყუნებელი იქნება, – ასე აფასებს გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ბრალდებულების გადაწყვეტილებას ნაფიცი მსაჯულების არჩევასთან დაკავშირებით.
პროკურორის თქმით, საქმეში მყარი მტკიცებულებებია, რათა მათი დანაშაული დადასტურდეს, მათ შორის გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდზე.
„მოსამართლე განმარტავს დებულებებს ნაფიც მსაჯულებზე. ეს მათი უფლებაა. მათი ბრალდების საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამირხანაშვილმა რა ეპიზოდზეც მისცა უკვე ჩვენება, დააფიქსირა ზუსტად ის, რაც მანამდე, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ნათქვამი. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, თუ მოსამართლე, ამას არ აქვს მნიშვნელობა, განაჩენი მაინც გამამტყუნებელი იქნება“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულებმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ გადაწყვიტეს, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.