პროკურორი - გიორგი რურუა მოწმეების დისკრედიტაციას ახდენს და ბრალდების მხარეს შეურაცხყოფას აყენებს
გიორგი რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, ბრალდებული გიორგი რურუა მოწმეების დისკრედიტაციას ახდენს და ბრალდების მხარეს შეურაცხყოფას აყენებს.
„დღეს ოთხი მოწმე დავკითხეთ, ექსპერტ-კრიმინალისტები. ორი ნიმუშის აღების პროცედურას ესწრებოდა, ორი – ჩხრეკას. ბატონი რურუა ცდილობს, მოწმეების დისკრედიტაცია მოახდინოს და ამას თავისთავად მოჰყვება ჩვენი პროტესტი. მისი მხრიდან მოდის შეურაცხყოფა. მოწმის დისკრედიტაცია გულისხმობს მოწმეზე მისთვის სასურველი ზემოქმედების მოხდენას“, – განაცხადა პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.
სასამართლო სხდომაზე, სადაც გიორგი რურუას საქმეს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სხდომაზე დღეს ოთხი მოწმე დაიკითხა. შემდეგი სასამართლო პროცესი ორშაბათს 10:00 საათზეა ჩანიშნული.