პროკურორი - ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება საქართველოში, საქმეში ამაზე მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს
პროკურორი - ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება საქართველოში, საქმეში ამაზე მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს

უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება საქართველოში, ამაზე მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ საააკშვილის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დამატებით, მტკიცებულებების სახით არსებობს აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდებული ოთხი პრის ჩვენება.

„რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, წოწორიებისა და ნარიმანიძის ჩვენებას, ეს არის დამატებითი მტკიცებულება, თუ როგორ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ, სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით ფარულად შემოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე. მოცემულ შემთხვევაში მათი მტკიცებულებები ამყარებს გარემოებას, რომ სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა ძებნილმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა. აქვე განვმარტავ, რომ დაცვის მხარე ჩამოყალიბდეს, ცომაია, წოწორიები და ნარიმანიძე არიან გმირები, თუ მათი ჩვენება არაფრის მომცემია და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გაამყარებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს.

მაქვს მოლოდინი, რომ დღეს დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს მტკიცებულების უდაოდ გახდომის თაობაზე და აღიარებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ამასთან, როგორც პროკურორი ამბობს, საქმესთან დაკავშირებით დღეს ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე დაკითხავს ელგუჯა ცომაიას, წოწორიებს და ნარიმანიძეს, რომლებიც სააკაშვილის თანდასწრებით მისცენ ჩვენებებს.

„აქვე განვმარტავ, ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხავს ელგუჯა ცომაიას, წოწორიებს და ნარიმანიძეს, რომლებიც მზად არიან, მიხეილ სააკაშვილის თანდასწრებით მისცენ სასამართლოს ჩვენება. როგორც ელგუჯა ცომაია, ასევე წოწორიები და ნარიმანიძე ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ერთი მხრივ, ელგუჯა ცომაიამ უკანონოდ შემოიყვანა და დახმარება გაუწია მიხეილ სააკაშვილს სააზღვარზე შემოსვლაში. რაც შეეხება წოწორიებს და ნარიმანიძეს, ისინი ადასტურებენ, რომ მათ იცოდნენ, ნახეს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა სახელმწიფოს არ შეატყობინეს“, – განაცხადა პროკურორმა.