უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვს.
ბრალდების მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით ცოტა ხნის წინ მიმართა.
„მიხეილ სააკაშვილი ორი თვის განმავლობაში შეძლებს დისტანციურად მიიღოს მონაწილეობა მშვიდობიან საპროტესტო აქციებში და ინტერნეტით, სოციალური ქსელებით ჩაერთოს დაგეგმილ ღონისძიებებში“,- აღნიშნა სხდომაზე პროკურორმა.
დაცვის მხარე კი სააკაშვილის თავდებით გათავისუფლებას ითხოვს.
მოსამართლის გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.
სასამართლო სხდომა პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).