პროკურატურა - გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული
გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.
„გიდასტურებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულია გარდაბნის საკრებულოს წევრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, – განაცხადეს პროკურატურაში.
სამართალდამცველებმა გარდაბნის საკრებულოს წევრი დღეს დააკავეს.