გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

სროლა იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში. ჯერჯერობით უცნობმა პირებმა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ავტომობილში იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

როგორც საავადმყოფოს მთავარი ექიმი დავით გოგოძე აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. თავდასხმის მოტივი უცნობია.