პროკურატურა – გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული

19:56, 08.02.2018

გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

„გიდასტურებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულია გარდაბნის საკრებულოს წევრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, – განაცხადეს პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა გარდაბნის საკრებულოს წევრი დღეს დააკავეს.

 

მსგავსი