საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, მინდელის სახელობის შახტი დროებით, რეკონსტრუქციის ჩატარებამდე მაინც უნდა დაიხუროს.
“გამოსაკვლევია როგორც მომხდარი ფაქტი, ასევე შახტში არსებული ვითარება. საკითხის მოკვლევაში უკრაინელი ექსპერტები ჩაერთვებიან”-განუცხადა პირველ არხს დოლაბერიძემ.
ორი უკრაინელი ექსპერტი ტყიბულში ხვალ ჩავა. მოკვლევა 16 აპრილამდე გაგრძელდება.
ტყიბულში, 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა.