პროფკავშირი მინდელის სახელობის შახტის დროებით დახურვას ითხოვს
პროფკავშირი მინდელის სახელობის შახტის დროებით დახურვას ითხოვს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, მინდელის სახელობის შახტი დროებით, რეკონსტრუქციის ჩატარებამდე მაინც უნდა დაიხუროს.

“გამოსაკვლევია როგორც მომხდარი ფაქტი, ასევე შახტში არსებული ვითარება. საკითხის მოკვლევაში უკრაინელი ექსპერტები ჩაერთვებიან”-განუცხადა პირველ არხს დოლაბერიძემ.

ორი უკრაინელი ექსპერტი ტყიბულში ხვალ ჩავა. მოკვლევა 16 აპრილამდე გაგრძელდება.

ტყიბულში,  5 აპრილს  მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა.