პროექტი „აკუსტიკა“ წლის საუკეთესო მედიის ნომინაციაში „ელექტრონავტის“ გამარჯვებული გახდა
პროექტი „აკუსტიკა“ წლის საუკეთესო მედიის ნომინაციაში „ელექტრონავტის“ გამარჯვებული გახდა

საქართველოს პირველი არხის პროექტი „აკუსტიკა“ წლის საუკეთესო მედიის ნომინაციაში „ელექტრონავტის“ გამარჯვებული გახდა.

„აკუსტიკა“ მუსიკალური პროექტია, რომელსაც ცნობილი მუსიკოსები, კომპოზიტორები, ფოლკლორისტები და მომღერლები სტუმრობენ.

გადაცემა „აკუსტიკა” პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულა და მისი შემოქმედებითი გუნდი ყოველდღიურად სთავაზობდა მაყურებელს ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ იზოლაციის პირობებში ჩაწერილ მუსიკალურ პროგრამას „სახლიდან სახლში“.

პროექტი კვლავ რჩება ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ პროექტად თავისი აქტუალური კონცეფციის დამსახურებით.

5 აგვისტოს უკვე მეთერთმეტედ  გაიმართა ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალი – „ელექტრონავტი XI“, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღონისძიება ჩატარდა განსხვავებული ფორმატით. ყველა მსურველს  შესაძლებლობა ჰქონდა, თვალი ედევნებინა დაჯილდოების პირდაპირი ტრანსლაციისთვის ინტერნეტ გვერდზე www.electronauts.ge.

ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ასევე განსაზღვრავდა პროფესიონალი ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური (40% ონლაინ გამოკითხვა, ჟიური – 60%).