პროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ შარქებმა, პავლე მგელაძემ და დაჩი ჭოლაძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს
პროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ შარქებმა, პავლე მგელაძემ და დაჩი ჭოლაძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს

საქართველოს პირველი არხის პროექტის შარქ თენქ საქართველო“ შარქებმა პავლე მგელაძემ და დაჩი ჭოლაძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, ქალაქში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დაესწრნენ. შეხვედრაზე ტექნოლოგიური და ბიზნეს სიახლეები განიხილეს. შარქებმა პროექტის მიზნებსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რომელიც გადაცემის მონაწილეებს ეძლევათ.

პავლე მგელაძემ და დაჩი ჭოლაძემ მიმოიხილეს სტარტაპ ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, რომლებიც საქართველოსა და მსოფლიოში ტექნოლოგიური სტარტაპების ირგვლივ არსებობს.

დაჩი ჭოლაძემ სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება საქართველოში შექმნილ სტარტაპზე, რომელსაც შეუძლიათ მასშტაბურება და გლობალურ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება.

შეგახსენებთ, რომ პროექტ „შარქ თენქ საქართველოს“, SONY Pictures-ის პოპულარულ სატელევიზიო მეგაშოუს, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს 2021 წლიდან სთავაზობს. პირველ სეზონზე დაფინანსდა პროექტის 14 მონაწილე და ჯამში 1.5 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

ეს არის საქართველოს პირველი არხის მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია მოიპოვოს, პროცესს კი მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.