პროექტ „შარქ თენქ საქართველოსა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, პანელური დისკუსია გაიმართა
პროექტ „შარქ თენქ საქართველოსა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, პანელური დისკუსია გაიმართა

პროექტ „შარქ თენქ საქართველოსა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, პანელური დისკუსია გაიმართა.

დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა და პროექტის შესაძლებლობებსა და პანდემიის პირობებში ინვესტორებსა და ახალგაზრდა სტარტაპერებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პანელში მონაწილეობა მიიღო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ. პანელურ დისკუსიას 500-მდე ადამიანი დაესწრო და პროექტის შარქებთან – პავლე მგელაძესთან, სოსო ფხაკაძესთან, მენი ბენიშთან, დაჩი ჭოლაძესთან, ქეთი ქვარცხავასა და ნუცა აბრამიშვილთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საზოგადობრივი მაუწყებელი, როგორც მედია, თავისი განსაკუთრებული ფუნქციებითა და ამოცანებით ხასიათდება. ჩვენი ყველა პროექტი გარკვეული სახით აუდიტორიისთვის სარგებლის მომტანი უნდა იყოს, იქნება ეს ინფორმირების თუ მასში მონაწილეობისა და ჩართულობის თვალსაზრისით. „შარქ თენქ საქართველო“ სწორედ ასეთი პროდუქტია. ვფიქრობ, ამ პროექტის ფარგლებში ბევრი ახალგაზრდა თავის იდეას საქმედ, სხვების დასაქმების შესაძლებლობად და წარმატების მაგალითად აქცევს. ჩვენ სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

ოთხი Emmy-სა და სხვა მრავალი სატელევიზიო ჯილდოს მფლობელი SONY Pictures-ის პოპულარული პროექტი „შარკ თენქ საქართველო“ საქართველოში პირველად პირველი არხის ეთერში ნოემბერში გამოჩნდა. ეს არის პირველი არხის მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია მოიპოვოს, პროცესს კი მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გადაცემის ყურება შეგიძლიათ ყოველ ოთხშაბათს, 22:00 საათზე. გასული ეპიზოდების ნახვა კი შესაძლებელია გადაცემის ფეისბუქგვერდზე და პირველი არხის ონლაინპლატფორმაზე.

დატოვე კომენტარი