საქართველოს პირველი არხის ახალ მეგაპროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ პოტენციურ აპლიკანტებთან ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საქართველოს პირველი არხის ახალ მეგაპროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ პოტენციურ აპლიკანტებთან ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველი არხი ახალი სეზონიდან მაყურებელს ახალ მეგაპროექტსშარქ თენქ საქართველოს” სთავაზობს. სტენლი შოუსთან და ბიზნესპარტნიორთან ერთად, ჯიტას მხარდაჭერით და ჩართულობით, ბათუმის ტექნოპარკში, პოტენციურ აპლიკანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს, მეგაპროექტის მნიშვნელობაზე და მიზნებზე ინფორმაცია საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მრჩეველმა მარკეტინგისა და კომუნიკაციის მიმართულებით, გია ბარკალაიამ მიაწოდა. შეხვედრაზე, მონაწილეების კითხვებს უპასუხა პროდაქშენ სტუდია სტენლი შოუს წარმომადგენელმა ირაკლი ჩხიკვაძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

„ჩვენ დღეს ბათუმში წარვადგინეთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის „შარქ თენქი“. ჩვენ საკმაოდ მალე დავიწყებთ პროექტის წარდგენას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ გვქონდა წარმატებული შეხვედრები კახეთის რეგიონში, კასპში, დღეს გვაქვს ბათუმში. შევხვდით იმ ხალხს, რომელსაც გააჩნია იდეები, რომლებსაც აქვთ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ პროექტში, რომ დააფინანსოს თავისი პროექტი, გახდნენ პარტნიორი იმ წარმატებული ბიზნესმენების, რომლებმაც საქართველოში დიდ წარმატებას მიაღწიეს“, – განაცხადა გია ბარკალაიამ.

პროექტში ,,შანქ თენქ საქართველო” მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევა როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელს და ასევე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბიზნესიდეა. აპლიკაციის შევსება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ზემოთ.

შარქ თენქ საქართველო“ SONY Pictures ის პოპულარული სატელევიზიო მეგაშოუა, რომლის საშუალებით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.