პრინცი ჰარი - ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე მივედით, სხვა არჩევანი არ იყო
პრინცი ჰარი - ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე მივედით, სხვა არჩევანი არ იყო

სხვა არჩევანი არ იყო, – სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ  პრინცი ჰარი კამერების წინ პირველად გამოჩნდა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მისი სახლია, რომელიც ძალიან უყვარს.

„როდესაც მე და მეგანმა ვიქორწინეთ, ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით, იმედით სავსენი და გვინდოდა გვემსახურა. სწორედ ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე მივედით“, – განაცხადა პრიცმა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. პრინცის თქმით, მას სურდა, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე ემსახურა სამეფო ოჯახში, თუმცა ეს არ გამოვიდა.

„დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია, ადგილი, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს არასდროს შეიცვლება“, – განაცხადა ჰარიმ.

რამდენიმე დღის წინ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თქვეს, რომ სამეფო უფლებამოსილებების შესრულება აღარ სურთ და უარს ამბობენ ფინანსურ პრივილეგიებზე.